საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია სოციალური მედიის მართვაში, მაისი-ივლისი, 2022 წელი
პრო ბონო კომპანია: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი
ბენეფიციარი: საქართველოს ლაბორატორია
"საქართველოს ლაბორატორია" წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს შემდეგი მიმართულებით: განათლების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების სისტემატიური კვლევა და მათი გადაჭრის გზების ძიება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაცვის საკითხების ადვოკატირება, ა.შ. ორგანიზაცის საქმიანობის არეალია იმერეთის რეგიონი.
საჭიროების აღწერა:
გამომდინარე იქიდან, რომ "საქართველოს ლაბორატორიას" ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით არ ჰყავს პასუხისმგებელი თანამშრომელი, ორგანიზაციას სჭირდებოდა კონსულტაცია აღნიშნულ საკითხში.
ჩატარებული სამუშაო:
გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, 2022 წლის 25 ივლისს, კომპანია "კრისტალმა" პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სამოქალაქო ორგანიზაცია "საქართველოს ლაბორატორიას" ადამიანური კაპიტალის განვითარების და ტალანტების მოზიდვის საკითხებზე. პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა, სადაც კრისტალის HR გუნდის წარმომადგენლებმა გაუზიარეს ორგანიზაციას ის უპირატესობები და გამოწვევები რაც დაკავშირებულია ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან და ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებასთან. ასევე, კონსულტაციის ფარგლებში კრიტალის გუნდმა საქართველოს ლაბორატორიას გაუზიარა რეკომენდავიები და სასწავლო მასალები ორგანიზაციაში ინფორმაციული და შრომის სუსაფრთხოების საკითხებზე.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
პრო ბონო კონსულტაცია ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ტალანტების მოზიდვასთან დაკავშირებით
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.