საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
კომპანია კრისტალის პრო ბონო კონსულტაცია სოციალური საწარმოსთვის სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავების მიზნით 7/03/2023 - 29/05/2023
პრო ბონო კომპანია: "კრისტალი"
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "იკორთა"
საჭიროების აღწერა:
სოციალური საწარმო “იკორთა” ტიხრული მინანქრის სახელოსნოა, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს დაიწყო. მისი მისია წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პირების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. ამჟამად, საწარმოს სოციალურ ქსელებში საქმიანობის ეფექტურად წარმოჩენისა და სოც. მედია პლატფორმებზე სამიზნე აუდიტორიის ჩართულობის გაზრდისათვის ესაჭიროებოდა სოციალური მედია სტრატეგიისა და მარკეტინგული აქტივობებს შემუშავება.
ჩატარებული სამუშაო:
2023 წლის, მარტი, აპრილი, მაისის პერიოდში, კომპანია „კრისტალისა“ და სოციალური საწარმო „იკორთას“ საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობდა. ჯამში ჩატარდა სამი შეხვედრა. „კრისტალისა“ და „იკორთას“ წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით გამოვლინდა საწარმოს სოციალური მედია არხების ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩატარდა პირდაპირი და არაპირდაპირი კონკურენტების ანალიზი და განისაზღვრა სოციალური საწარმოს მიზნები და ამოცანები.
კრისტალის მხრიდან საკონსულტაციო პროცესში ჩართულები იყვნენ მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები - თეკლა ზვიადაძე და მაკა გუბელაძე. ჯამში, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაიხარჯა 14 პრო ბონო საათი.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
კონსულტაციების შედეგად მომზადდა სოც.მედია ბრიფ დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად გაიწერა ინფორმაცია სოციალური საწარმოს შესახებ. შეიქმნა "იკორთას" სოციალური მედია სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა 4 სოც. მედია კამპანია.
კრისტალის წარმომადგენლების დახმარებით შექმნილი სტრატეგიის დოკუმენტი სოციალურ საწარმოს დაეხმარება სოც.მედია გვერდების ეფექტურად მართვაში, პლატფორმებზე სამიზნე აუდიტორიის ჩართულობის გაზრდასა და იკორთას საქმიანობის საზოგადოებისათვის გაცნობაში.
მედიატორი:
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.