საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
ლივინგსტონის მხარდაჭერა სოციალურ საწარმო „დედიკოს“
კომპანია: კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო „დედიკო
21.02.2024 - 01.11.2024
ორგანიზაციის შესახებ:
სოციალური საწარმო „დედიკო" ფონდი კონსტანტას პროექტია, რომელმაც ფუნქციონირება 2021 წელს დაიწყო და მარტოხელა დედების მხარდაჭერისკენ არის მიმართული. „დედიკოს" სოციალური მისიაა საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება დასაქმებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მიცემის გზით.
საჭიროების აღწერა:
ბიზნეს პროცესების ზრდასთან ერთად სოციალური საწარმო მრავალმხრივი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ, მოძველებული ვიზუალური მასალა, რომელიც დროსთან ერთად უკვე აქტუალობას კარგავს, და მეორეს მხრივ, პროდუქციის წარმოჩენისა და რეალიზების შეზღუდული გზები.
განხორციელებული სამუშაოები:
2024 წლის 21 თებერვლიდან საკომუნიკაციო კომპანია ლივინგსტონმა დაიწყო მუშაობა სოციალური საწარმოს რებრენდინგის მიმართულებით. პირველ ეტაპზე სოციალური საწარმოს ანალიზის საფუძველზე მომზადდა ბრენდინგის ჩარჩო, სადაც გადაიხედა საწარმოს საქმიანობა, პროდუქცია და საკომუნიკაციო სლოგანები. მეორე ეტაპი მოიცავდა დიზაინერთა ჯგუფის ჩართვას ვიზუალური იდენტობის მომზადების კუთხით. კომპანიიდან პრო ბონო პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო 8 თანამშრომელი, რომლებმაც პროექტზე 212 საათი დახარჯეს.
მიღებული შედეგი:
პრო ბონო პროექტის საფუძველზე სოციალური საწარმო ორიენტირებული გახდა ახალბედა დედებისა და ბავშვებისთვის საჭირო პროდუქციის მომზადებაზე, შეიცვალა წარმოების მთავარი მიმართულება. სრულად განახლდა ვიზუალური იდენტობა: ლოგო, ფერები, სოციალური მედიის გვერდების ვიზუალი.
მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.