საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია ადამიანური რესურსების მართვაში, 2019 წელი

პრო ბონო კომპანია: მისო "ემ ბი სი"

ბენეფიციარი: ასოციაცია "ანიკა"

ასოციაცია “ანიკა” არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ და წლების განმავლობაში ემსახურება შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას.

საჭიროების აღწერა:

გამომდინარე იქიდან, რომ ასოციაცია "ანიკა" არის არაკომერციული ორგანიზაცია და ფუნქციონირებს მოპოვებული გრანტების საფუძველზე, ხშირად დგას რესურსების დეფიციტის წინაშე. კერძოდ, ორგანიზაციას ჰყავს ადამიანური რესურსების შეზღუდული რაოდენობა. ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციები გადანაწილებულია დირექტორზე და პროექტების მართვის მენეჯერზე. ამ მიმართულებით ორგანიზაციის მიმდინარე საჭიროებებს წარმოადგენს: თანამშრომლების შეფასების ერთიანი სისტემის შექმნა, შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის განახლება და კონსულტაცია ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე კომპანია "ემ ბი სიმ" დაიწყო პრო ბონო კონსულტაცია ასოციაცია "ანიკასთვის" ადამიანური რესურსების მართვაში. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სამუშაოები. გაანალიზდა ორგანიზაციის შიდა დოკუმენტები: ორგანიზაციის შრომითი შინაგანაწესი, ადამიანური რესურსების მართვის პროცედურათა კრებული. ასევე, ჩატარდა თანამშრომლებთან ინტერვიუები და შეხვედრები.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

  • გაანალიზდა და განახლდა ანიკას შიდა რეგულაციის დოკუმენტები, კერძოდ: ორგანიზაციის შრომითი შინაგანაწესი, ადამიანური რესურსების მართვის პროცედურათა კრებული;
  • შემუშავდა ადამიანური რესურსების შეფასების სისტემა;
  • ჩატარდა სემინარი ანიკას თანამშომლებისთვის, სადაც თანამშრომლები გაეცნენ ორგანიზაციის შიდა განაწესს, შიდა პროცედურებს და ფორმებს.

პრო ბონო კონსულტაციაში მონაწილოებდა "ემ ბი სი"-ის ადამიანური რესურსების მენეჯერი: რევაზ ხარაბაძე.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.