საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია სოციალურ მედია მენეჯმენტში, ოქტომბერი, 2021 წელი
პრო ბონო კომპანია: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"
ბენეფიციარი: კავშირი "ია"
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია კავშირი "ია" არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2005 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების მიერ. ოფიციალურად დარეგისტრირებამდე, 2003-2005 წლებში, ორგანიზაცია მუშაობდა საინიციატივო ჯგუფის სახით. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობებია: არტ-თერაპია (ხატვა, ძერწვა, თექა, თიხა), დრამ-თერაპია (მეტყველება, სპექტაკლების დადგმა, სადღესასწაულო ღონისძიებები), მუს-თერაპია (ხალხური საგალობლების სიმღერების სწავლება, საბავშო სიმღერები, მუს.-ლიტერატურა, სხვ.), ფსიქოლოგიური სამსახური; ინდივიდუალური, ჯგუფური, ფსიქო-კორექციული გაკვეთილები.
საჭიროების აღწერა:
სამწუხაროდ, არაკომერციული ორგანიზაცია - კავშირი "ია" ამ დრომდე არ ფლობდა ოფიციალურ გვერდს Facebook-ზე. თუმცა, ორგანიზაციას ძალიან სჭირდებოდა სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდი ჰქონოდა, რადგან შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე მხოლოდ Facebook-ის არხი აქვთ სამიზნე აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ.
ჩატარებული სამუშაო:
გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სის" მარკეტინგის გუნდი ჩაერთო კავშირი "იას" სოციალური გვერდის შექმნის და გამართვის პროცესში. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: შეიქმნა ორგანიზაციის Facebook გვერდი, შეიქმნა და გაიმართა გვერდის ბიზნეს მენეჯერი, შეიქმნა პოსტებისთვის დიზაინი, ა.შ. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალურად შეასწავლე Facebook გვერდის მართვა.
პრო ბონო მედიაციის შედეგი
მედიაციის შედეგად შეიქმნა დაა გაიმართა Faceboook გვერდი
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.