საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია იურიდიულ საკითხებზე, 2022 წელი

პრო ბონო კომპანია: ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები

ბენეფიციარი: საქართველოს შემეცნებითი ცენტრი

სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოს შემეცნებითი ცენტრი 2019 წელს დაფუძნდა და ის არაფორმალური განათლებისა და ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით ცდილობს საქართველოში ახალგაზრდების, მათ შორის ქალების, ბავშვების, განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების გაძლიერებას. ამ ხნის მანძილზე თბილისსა და რეგიონებში ახალგაზრდების გააქტიურების, მხარდაჭერისა და გაძლიერების მხრივ არაერთი საინტერესო საქმიანობა განახორციელა. წარმატებული გამოცდილების კვალდაკვალ, ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით 400-მდე მოხალისესა და ბენეფიციარს აერთიანებს. ცენტრი მუდმივად ზრუნავს მოხალისეთა წრის გაფართოებაზე და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნაზე.

საჭიროების აღწერა:

საქართველოს შემეცნებით ცენტრს სჭირდებოდა არსებული წესდების, კრების ოქმის და სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილება და უფლება მოვალეობების გადანაწილება ორგანიზაციის დამფუძნებელებსა და მმართველ წევრებს შორის.

ჩატარებული სამუშაო:

2022 წლის თებერვალში იურიდიულმა კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები" პრო ბონო კონსულტაცია გაუწია საქართველოს შემეცნებით ცენტრს. კონსულტაციის ფარგლებში შემუშავდა ორგანიზაციის წესდება, კრების ოქმი და სადამფუძნებლო შეთანხმების დოკუმენტი. კონსულტაცია მოიცავდა შეხვედრას და ონლაინ კომუნიკაციას.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაცია წესდების, კრების ოქმის და სადამფუძნებლო შეთანმხების დოკუმენტებზე.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.