საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო ვორქშოპი თემაზე სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები, 29 ივლისი, 2022 წელი

პრო ბონო კომპანია: ორიენტ ლოჯიკი

ბენეფიციარი: ლაგოდეხის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი

ლაგოხედის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში.

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს განავითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ცენტრების ბაზაზე შემუშავებულია სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც ითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს.

საჭიროების აღწერა:

ლაგოდეხის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ერთ-ერთ ბენეფიციარ ჯგუფს წარმოადგენს დასაქმების მაძიებელი ადამიანები, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო და სასურველ ორგანიზაციებში თუ ბიზნეს კომპანიებში. იმისთვის, რომ ცენტრის ბენეფიციარებს გაუადვილდეთ შრომით ბაზარზე სამუშაოს მოძიება და ინტეგრაცია, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი აღნიშნულ ბენეფიციარებს სთავაზობს ტრენინგების მოდულს თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები".

ჩატარებული სამუშაო:

2022 წლის 29 ივლისს, კომპანია "ორიენტ ლოჯიკის" ადმიანური რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა - ქეთი დოლიძემ ჩაატარა პრო ბონო ვორქშოფი ლაგოდეხის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ბენეფიციარებისათვის თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები". მონაწილეებმა შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში. აგრეთვე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო ვორქშოფი თემაზე: სამუშაოს მოძეიბის უნარები და გასაუბრების ტექნიკები.

მედიატორი:

პრო ბონო ვორქშოფს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.