საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია სოციალური მედიის მართვაში, მაისი-ივლისი, 2022 წელი

პრო ბონო კომპანია: პაშა ბანკი

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "გუმბათი"

სოციალური საწარმო "გუმბათი" მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში. საწარმოს მიზანია, წალკის მაცხოვრებლების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით. გუმბათის მისიაა წალკის მრავლაფეროვანი მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაუმჯოებესება და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

საჭიროების აღწერა:

სოციალური საწარმოს "გუმბათს" დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით სჭირდებოდა კონსულტაცია სოციალური ქსელის, კერძოდ - Facebook გვერდი გაუმჯობესების და ეფექტურად მართვის მიმართულებით. Facebook გვერდი საწარმოსთვის ერთადერთ საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს და შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული საკომუნიკაციო არხის ეფექტურად მართვა.

ჩატარებული სამუშაო:

2022 წლის მაისში, დაიწყო პაშა ბანკის პრო ბონო კონსულტაცია. კონსულტაციის ფარგლებში პაშა ბანკის დიჯითალ გუნდი დაეხმარა სოციალურ საწარმოს "გუმბათს" გაუემჯობესებინა Facebook გვერდი. კერძოდ, საწყის ეტაპზე ბანკის თანამშრომლებმა საწარმოს Facebook გვერდის დიაგნოსტირება მოახდინეს, რის შედეგადაც გამოავლინეს ის საკითხები, რომელთა მიმართულებით საწარმოს სჭირდებოდა დახმარება. გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად სოციალურმა საწარმომ მიიღო დეტალური რეკომენდაციები სოციალური ქსელის მართვის გაუმჯობესების მიმართულებით.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაცია სოციალური მედიის მართვაზე.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.