საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია მარკეტინგში, 2018 წელი
პრო ბონო კომპანია: პაშა ბანკი
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "კოდალა"
2013 წელს ახალგაზრდულმა მოძრაობა დავითიანნმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაარსა დავითიანნის სოციალური საწარმო „კოდალა“. სოციალურსაწარმოში ინოვაციური მეთოდებით ახალ პროფესიებს ეუფლებიან სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირები, მათ შორის არასრულწლოვანი პრობაციონერები, შ.შ.მ პირები (ყრუ მუნჯები), ყოფილი მსჯავდებულები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრები. საწარმოს ძირითადი პროდუქცია ხის ასაწყობი სათამაშოებია, რომელიც ანვითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, უვითარებს და ეხმარება თვალის გავარჯიშებაში, ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქით რაც არის სრულიად უსაფრთხო ბავშვისთვის.
საჭიროების აღწერა:
2016 წლიდან საწარმო საკუთარი ხარჯებით ფუნქციონირებს და მოახერხა საქართველოს ბაზარზე ფეხის მოკიდება. ამ დროისათვის საწარმო აწარმოებს 200-მდე სახის ხის სათამაშოს რომელთა დამზადება ხდება სხვადასხვა ხაზის მიხედვით: ასაწყობი, მექანიკური, ფიგურული და ასევე საწარმო აწარმოებს სუვენირებს და დეკორაციებს. საწარმოში დასაქმებულია 12-მდე ადამიანი აქედან 5 შშმ პირია. ამჟამად საწარმოში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ინვესტირდება საწარმოში სამომავლო განვითარებისათვის.
სოციალურმა საწარმო "კოდალამ" გადაწყვიტა 2018 წელს გამოიყენოს საექსპორტო შესაძლებლობები და გაიტანოს წარმოებული პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე. აღნიშნული მიზნით, საწარმოს სჭირდებოდა პროდუქციის კატალოგის შექმნა, რომელშიც თამოყრილი იქნება კოდალას ყველა პრუდუქტზე ინფორმაცია, შესაბამისი ვიზუალიზაციით.
ჩატარებული სამუშაო:
2018 წელს პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრათა სერია "პაშა ბანკის" თანამშრომლებს და სოციალურ საწარმო "კოდალას" შორის. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:
პრო ბონო კონსულტაციაში მონაწილოებდნენ პაშა ბანკის მარკეტინგის გუნდი - PR და მარკეტინგის ექსპერტები, მძღოლი, მოწვეული ფოტოგრაფი და დიზაინერი. საერთო ჯამში, ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებში დაიხარჯა დაახლოებით 100 საათი.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
კონსულტაციის შედეგად შემუშავდა: ციფრული კატალოგი
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.