საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო ვებინარი კიბერ უსაფრთხოება და ყოველდღიური ცხოვრება, 25 აგვისტო, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: პაშა ბანკი

ბენეფიციარი: სათემო ორგანიზაციები

სათემო ორგანიზაციები ეს გახლავთ მცირე ზომის ორგანიზაციები ან არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც გეოგრაფიული ტიპის თემს (უბანი, რაიონი, სოფელი, დაბა) ემსახურებიან ან ამ თემის მაცხოვრებელთა ინტერესებზე ზრუნავენ.

საჭიროების აღწერა:

ციფრული ტრანსფორმაციის ერაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დამოკიდებულება ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებზე და პროდუქტებზე. შესაბამისად გაიზარდა გამოწვევები ინფორმაციულ უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ასევე, ციფრულ სამყაროში სადაც რეალობასა და მოგონილ ამბებს შორის ძალიან მყიფე ზღვარია, მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ საკუთარი პირადი ინფორმაციის დაცვა, რათა მომრავლებული ონლაინ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდნენ. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა პაშა ბანკის ონლაინ შეხვედრა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ჩატარდა შეხვედრების ციკლის ფარგლებში სათაურით "სათემო საუბრები". აღნიშნული შევედრები ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში" დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის" ფარგლებში.

ჩატარებული სამუშაო:

2021 წლის 25 ივლისს, პაშა ბანკმა ჩაატარა პრო ბონო ვებინარი სათემო ორგანიზაციებისათვის თემაზე "კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში". პრო ბონო ვებინარს უძღვებოდა პაშა ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა - ზაზა გაბაშვილი.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • პირადი მონაცემების დაცვა;
  • SPAM;
  • ფიშინგი;
  • სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება;
  • ელექტრონული ფოსტა და უსაფრთხოება;
  • როგორ დავიცვათ თავი კიბერ შეტევისგან?
  • როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტ ბანკინგის და ზოგადად საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული თაღლითობისგან?

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო ვებინარი თემაზე: "კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში"

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.