საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია სამოქალაქო ორგანიზაციების საჭიროებათა გამოვლენის მეთოდოლოგიის საკითხებზე. მარტი, 2023
პრო ბონო კომპანია: GEC ქონსალთინგი
ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაცია CSRDG – Pro Bono Network Georgia
საჭიროების აღწერა:
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. პრო ბონო ქსელის კოორდინირებას ახორციელებს CSRDG.
კონსულტაციის მიზანი - პრო ბონო ქსელის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, კერძოდ სამოქალაქო ორგანიზაციების საჭიროებების გამოვლენის ინსტრუმენტის დახვეწა.
ჩატარებული სამუშაო:
2023 წლის მარტში, საკონსულტაციო კომპანია GEC კონსალტინგის წარმომადგენელმა, ირაკლი მიზანდარმა, კონსულტირება გაუწია სამოქალაქო ორგანიზაცია CSRDG-ს პრო ბონო ქსელის საქმიანობის ფარგლებში სამოქალაქო ორგანიზაციების საჭიროებათა გამოვლენის მეთოდოლოგიის საკითხებზე. ჩატარდა 2 საკონსულტაციო შეხვედრა, რომელმაც ჯამურად 2 პრო ბონო საათი შეადგინა.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
პრო ბონო კონსულტაციის დროს მოხდა პრო ბონო ქსელის საჭიროების გამოვლენის ინსტრუმენტის გადახედვა და მისი გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
მედიატორი:
პრო ბონო ვორქშოფს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანა დამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.