საუკეთესო მაგალითები - მარათონები
კრეატიული პრო ბონო მარათონი 2016
29-30 ოქტომბერს გაიმართა საქართველოში პირველი კრეატიული პრო ბონო მარათონი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით.
ღონისძიება გაიმართა გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში, რომელიც პირველად აღინიშნა საქართველოში 2016 წელს.
მარათონის ფარგლებში საქართველოს წამყვანი 7 კრეატიული სააგენტოს პროფესიონალებმა უსასყიდლოდ შეიმუშავეს ინოვაციური და კრეატიული მარკეტინგული სტრატეგიები 7 ბენეფიციარი სოციალური საწარმოსათვის (ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაარსებული სოციალური მიზნების მქონე მცირე საწარმოებისათვის).
მეორე დღეს გაიმართა შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალებებით – სატელევიზიო არხების, ბეჭდური მედიისა და ონლაინ მედიის მეშვეობით.
მონაწილე კრეატიული სააგენტოები: