საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო მხარდაჭერა სათემო აქტივისტებს
პრო ბონო კომპანია - კრედო ბანკი
ბენეფიციარი - სათემო კავშირი „კომლი“
26-10-2023/15-11-2023
ოქტომბერსა და ნოემბერის თვეში პრო ბონო მედიაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელიც ექვს ბიზნეს კომპანიასა და ექვს სამოქალაქო აქტივისტს აერთიანებდა. მედიაციის პროცესი კონკურსის “საუკეთესო სათემო ინიციატივა“ ნომინანტების მომზადებას გულისხმობდა. კონკურსი ყოველწლიური ღონისძიების, „სათემო ლიდერთა ფორუმი“-ს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2015 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მართავს (იხ. მეტი აქ)
სამოქალაქო აქტივისტები, დამსწრე საზოგადოების წინაშე მათ მიერ განხორციელებული ინიციატივებით წარდგნენ. პრო ბონო ქსელის წევრი კომპანიის წარმომადგენლები კი დაეხმარნენ საინტერესო აქცენტების გამოყოფასა და პრეზენტაციების ორიგინალური ხერხით წარმოჩენაში.
მედიაციის პროცესში, პრო ბონოდ ჩართული იყო ექვსი კომპანია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, APM ტერმინალი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ემბისი და თეგეტა ჰოლდინგი.
მოკლე ინფორმაცისა და პროექტის შესახებ: ბოლო წლების განმავლობაში, მეტ აქტუალობას იძენს საქართველოს ევროპასთან დაახლოების საკითხი. კომლის გუნდმა გადაწყვიტა ევროკავშირის შესახებ კამპანიების კონკურსის ჩატარება, რომლის მონაწილე ახალგაზრდებიც საზოგადოებას ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას საინტერესო მეთოდებით მიაწვდიდნენ. “კომლის თემი”, თავის მხრივ, კამპანიის მონაწილე გუნდებს ორგანიზაციულ-რესურსულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
კონკურსი 14-29 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის გამოცხადდა, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში, უპირატესად კი, კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ. კონკურსის შედეგად შეირჩა კამპანიის ორგანიზატორი ორი გუნდი, რომლებიც კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისგან შედგებოდა. გუნდებმა აქტივობები 2023 წლის აპრილისა და მაისის თვეებში განახორციელეს. კამპანიები მოიცავდა შეხვედრების სერიას კასპში არსებულ სკოლის მოსწავლეებთან, საჯარო შეხვედრებს მოწვეული სპიკერებით, ინტელექტუალურ თამაშებს და ვორქშოფებს.
მათ მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აამაღლა, როგორც თემში ევროკავშირის შესახებ არსებული ცოდნის დონე, ასევე კამპანიების გუნდის წევრთა პრაქტიკული გამოცდილება.