საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო სემინარი სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობა
18.06.2024
კომპანია:საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაცია
ბენეფიციარი: სათემო და რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები
ორგანიზაციის შესახებ:
სათემო ორგანიზაციები გახლავთ მცირე ზომის ორგანიზაციები ან არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც გეოგრაფიული ტიპის თემს (უბანი, რაიონი, სოფელი, დაბა) ემსახურებიან ან ამ თემის მაცხოვრებელთა ინტერესებზე ზრუნავენ.
საჭიროების აღწერა:
გაურკვეველი მომავალი, შიში, დისკრიმინაცია, შფოთვა. ეს ძირითადი სიმპტომებია, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში გამძაფრდა მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ფონზე. როგორ შეიძლება თავი დავიცვათ სტრესისგან? რა საშუალებებს უნდა მივმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? როგორ გავიაროთ თვით რეაბილიტაცია და გამოვიყვანოთ თავი სტრესული მდგომარეობიდან, რათა რაციონალურად გავიაზროთ ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები და დავსახოთ მისი გადაჭრის გზები.
განხორციელებული სამუშაოები:
2024 წლის 18 ივნისს პრო ბონო აქტივობის ფარგლებში საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის დამფუძნებელმა, ფსიქო თერაპევტმა ლალი ბადრიძემ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის პრო ბონო სემინარი ჩაატარა.
მედიატორი:
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.