საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო მასტერკლასი - პერსონალური ბრენდინგი, 22 ივლისი, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: საკონსულტაციო კომპანია "Profit Lab"

ბენეფიციარი: სათემო ორგანიზაციები

სათემო ორგანიზაციები ეს გახლავთ მცირე ზომის ორგანიზაციები ან არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც გეოგრაგიული ტიპის თემს (უბანი, რაიონი, სოფელი, დაბა) ემსახურებიან ანუ ამ თემის მაცხოვრებელთა ინტერესებზე ზრუნავენ.

საჭიროების აღწერა:

პერსონალური ბრენდინგი ახალი და საინტერესო საკითხია, რომლითაც ადამიანები სულ უფრო მეტად ინტერსდებიან და შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება. თითეული ადამიანი საკუთარ იმიჰს იქმნის საზოგადოებაში სხვადასხვა გზით და შესაბამისად, აქვს ზეგავლენა ადამიანებზე თუ ამ თუ იმ პროცესზე. სწორედ ეს არის თვით ბრენდინგი იგივე პერსონალური ბრენდინგი.

რა არის პერსონალური ბრენდინგი? თითოეული ადამიანი, უნდა თუ არა ეს, ქმნის საკუთარ იმიჯს საზოგადოებაში სხვადასხვა გზით. სწორედ არის თვითბრენდინგი - თუ როგორ წარმოაჩენ საკუთარ თავს ონლაინ სივრცესა თუ რეალურ გარემოში: იმიჯი, საუბარი, მიმოწერის კულტურა, დამოკიდებულება სხვების მიმართ და ა.შ. თვითბრენდინგით "ვყიდით" ჩვენს თავს, ვაწვდით მას პოტენციურ დამსაქმებლებსა და პარტნიორებს, ის არის ჩვენი წარმატების ერთ-ერთი გასაღები. პერსონალური ბრენდინგით ვაშენებთ ჩვენს თავს როგორც ბიზნესს, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ საკუთარ თავზე მუშაობის დროს.

გამომდინარე იქიდან, რომ სათემო ორგანიზაციებს ქალ ლიდერებს სხვადასხვა პროექტების და ინიციატივების დაგეგმა და მართვა უწევთ, ჰყავთ სხვადასხა დაინტერესებული მხარეები და მათთვის აუცილებელია პერსონალური ბრენდინგზე ზრუნვა, ჩაუტარდათ პრო ბონო ვებინარი თემაზე: "პერსონალური ბრენდინგი"

ჩატარებული სამუშაო:

2021 წლის 22 ივლისს, Profit Lab-ის დამფუძნებელმა - ბრენდინგის სპეციალისტმა, პოზიტიური და ტრანსკულტურულმა ფსიქოკონსულტანტმა - მარიკა მჭედლიძემ, ჩაატარა პრო ბონ მასტერკლასი თემაზე: "პერსონალური ბრენდინგი".ვებინარის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ როგორიცაა:

  • რა არის პერსონალური ბრენდინგი და რატომ არის მნიშვნელოვანი?
  • რა ეტაპებისგან შედგება ბრენდის შენების პროცესი?
  • რა ბენეფიტები და გამოწვევები გვაქვს თითოეულ ეტაპზე და როგორ დავიწყოთ?

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო მასტერკლასი თემაზე: პერსონალური ბრენდინგი

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.