საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო ვებინარი - სოციალური მედია მენეჯმენტი, 26 ოქტომბერი, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: საკონსულტაციო კომპანია "რემაინდერი"

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "გუმბათი"

სოციალური საწარმო "გუმბათი" მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში. საწარმოს მიზანია, წალკის მაცხოვრებლების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით. გუმბათის მისიაა წალკის მრავლაფეროვანი მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაუმჯოებესება და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

საჭიროების აღწერა:

ხშირ შემთხვევაში სოციალური ქსელები კომუნიკაციის ერთადერთ არხს წარმოადგენს სოციალური საწარმოებისთვის, მათ შორის სოციალური საწარმო "გუმბათისთვის". Facebook გვერდის მართვის გაუმჯობესებისა და საწარმოს დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციიის ეფექტურად მიწოდების მიზნით "გუმბათს" სჭირდებოდა კონსულტაცია სოციალური მედიის მართვის მიმართულებით.

ჩატარებული სამუშაო:

2021 წლის 26 ოქტომბერს, კომპანია რემაინდერის დამფუძნებელმა გიორგი კალატოზიშვილმა პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სოციალურ საწარმო "გუმბათს". კონსულტაციის ფარგლებში საწარმომ მიიღო დეტალური ინფორმაცია სოციალური გვერდის მართვის საკითხებზე, კერძოდ:

  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;
  • სოციალურ ქსელში კომუნიკაციის სტრატეგია;

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაცია თემაზე: სოციალური გვერდის მართვა

პრო ბონო კონსულტაცია ჩატარდა გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში.

2021 წელს პრო ბონო კვირეული აღინიშნება 24-30 ოქტომბრის შუალედში და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს პრო ბონო ქსელთან ერთად, უკვე მეექვსე წელია მასპინძლობს პრო ბონო კვირეულს.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.