საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო მასტერკლასი თემაზე: გადასახები, ფინანსური და საგრანტო აუდიტი, 2020 წელი
პრო ბონო კომპანია: RSM Georgia
ბენეფიციარი: ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები
მასტერკლასს ესწრებოდნენ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი ათი რეგიონალური ჰაბის წარმომადგენლები. რეგიონალური ჰაბების მიზანს წარმოადგენს რეგიონალურ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ხელშეწყობა. კერძოდ, შემდეგი რეგიონალური ჰაბების წარმომადგენელი ესწრებოდნენ პრო ბონო მასტერკლასს: ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი), კახეთის რეგიონალური ჰაბი (კახეთი), საზოგადოებრივი ორგანიზაცია "უკეთესი მომავლისთვის" (მცხეთა-მთიანეთი), ასოციაცია "ათინათი" (სამეგრელო-ზემო სვანეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" (აჭარა), გორის საინფორმაციო ცენტრი (შიდა ქართლი), დემოკრატ მესხთა კავშირი (სამცხე-ჯავახეთი), ფონდი "აფხაზიინტერკონტი" (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
საჭიროების აღწერა:
რეგიონალურ ჰაბებთან ჩატარებული საჭიროებების კვლევის (ინტერვიუს ფორმატი) შედეგად გამოვლინდა გადასახადებზე, ფინანსურ და საგრანტო აუდიტის საკითხებზე ინფორმაციის მიღების საჭიროება ჰაბების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა არაკომერციული და ისინი მოპოვებული გრანტების საფუძველზე ახორცილებენ სხვხადასხვა პროექტებს, აღნიშნული საკითხები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრო ბონო ქსელის წევრმა აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიამ RSM Georgia-მ გამოთქვა სურვილი პრო ბონოდ ჩაეტარებინა მასტერკლასი აღნიშნულ თემაზე
ჩატარებული სამუშაო:
პრო ბონო მასტერკლასის ფარგლებში, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და ერთ დღიანი მასტერკლასი, რომელსაც ესწრებოდა ადგილობრივი საზოგადობრივი ორგანიზაციების ფინანსური მენეჯრები, სულ 10 მონაწილე. მასტერკლასი მოიცავდა შემდეგ თემებს:
პრო ბონო მასტერკლასს უძღვებოდნენ RSM Georgia-ს კონსულტანტები: ბექა მარუაშვილი და მინდია გორგილაძე
მედიატორი:
პრო ბონო მასტერკლასი ჩატარდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ, პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.