საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში
პრო ბონო კომპანია: საქართველოს ბანკი
ბენეფიციარი: „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა“ - თამაზ ჯოჯუა და ლიკა მახარაშვილი ასკანის საინიციატივო ჯგუფი, გურია
საჭიროების აღწერა:
2022 წლის სექტემბერ-ნოემბერში, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პრო ბონო პროექტი, რომელიც გულისხმობდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ პრეზენტაციების მომზადებაში დახმარებას. პრეზენტაციები აქტივისტებს უნდა წარედგინათ სათემო ლიდერთა ფორუმზე არსებულ კონკურსში - „საუკეთესო სათემო ინიციატივა 2020-2021 წელი“
პროცესში ჩაერთო 5 ბიზნეს კომპანია, 4 პრო ბონო ქსელის წარმომადგენელი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი და კრისტალი, ასევე ქსელის მეგობარი კომპანია „ალდაგი“
მოკლედ ინიციატივის შესახებ: პანდემიის პერიოდში სოფელ ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლე თაზო ჯოჯუამ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ 14 წლის იყო, „ორბელიანი მეტის“ სახალხო დაფინანსების პლატფორმის გამოყენებით დაიწყო კამპანია, რომლის მეშვეობითაც მოახერხა და მოიპოვა როგორც სახალხო დაფინანსება, ასევე მხარდაჭერა ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. თაზოს აქტიურობით, ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ახლა უკვე ხელი მიუწვდებათ თანამედროვე ციფრულ რესურსებზე.
ჩატარებული სამუშაო:
პრო ბონო პროექტის მოსამზადებელი პერიოდი ოქტომბერში დაწიყო. საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ანა თათულაშვილი და ცისანა კიღურაძე, შეხვდნენ თაზო ჯოჯუას, გაეცნენ მის მიერ განხორციელებულ ინიციატივას „ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობა“. საბოლოო პროდუქტის მისაღებად საჭირო გახდა რამდენიმე შეხვედრის ჩანიშვნა. პრო ბონო საქმიანობას საერთო ჯამში 5 შეხვედრა დაეთმო რომელმაც 12 საათი შეადგინა.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ნომინანტს წინა მოსამზადებელ პერიოდში მრავალჯერადად შეხვდნენ და მათ პრო ბონო კონსულტაციებში 6 საათი დახარჯეს. გარდა ამისა, იმდენად დიდი იყო კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ჩართულობა და სურვილი საუკეთესოდ წარმოჩენილიყო ნომინანტი, საქართველოს ბანკის მარკეტინგული დეპარტამენტი თაზოს 1 წუთიანი სამოტივაციო ვიდეოს მომზადებაში დაეხმარა.
9 ნოემბერს, გამართულ ღონისძიებაზე, თაზო ჯოჯუა გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, რჩეული გახდა და პრიზის სახით გადაეცა 1500 ლარი. ასვე, 500 ლარი CSRDG-გან, საქართველოს ბანკისგან საჩუქრად წიგნები და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები.
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.