საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

სოციალური კონცეფციის მქონე მაღაზია „ესკის“ ბრენდინგი

5.05.2022 - 16.09.2022

პრო ბონო კომპანია: „სააჩი ენდ სააჩი“

ბენეფიციარი: სოციალურ საწარმოთა ალიანსი

საჭიროების აღწერა:

„სოციალურ საწარმოთა ალიანსი“ წარმოადგენს სოციალურ საწარმოთა ერთიან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წევრების ერთობლივი ინტერესების დაცვას, საზოგადოებაში სექტორის ცნობადობის ზრდას, გამოცდილების გაზიარების და სექტორებს შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების განვითარებას. სხვა მთელი რიგ საკითხებთან ერთად ალიანსი მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას და სოციალურ საწარმოთა მდგრადობის და ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობას (მათ შორის გაყიდვების და პროდუქციის განვითარების).

მიზნის მისაღწევად ალიანსმა სოციალური კონცეფციის მქონე მაღაზიის შექმნა გადაწყვიტა. მაღაზიის კონცეფციის წარმოსაჩენად საჭირო გახდა ბრენდინგი.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, თანამშრომლობა სარეკლამო სააგენტოსა და სოციალურ საწარმოთა ალიანსთან, სოციალური კონცეფციის მაღაზია/შოურუმის ბრენდინგის მიმართულებით 2022 წლის მაისის თვეში დაიწყო და 16 სექტემბერს მაღაზიის გახსნით დაგვირგვინდა.

კომპანიის მხრიდან პროექტის ფარგლებში ჩაერთო 6 თანამშრომელი საერთო ჯამში დაიხარჯა - 128 პრო ბონო საათი. ბრენდინგის საფუძველზე განსაზღვრა, მაღაზიის სახელი, შეიქმნა ვიზუალური იდენტობა და კონცეფცია. საკომუნიკაციო სტრატეგია, მომხმარებლებთან ურთიერთობის სტილი, voice of tone. ასევე, ვიზუალური კონცეფციის ფარგლებში მომზადდა: ლოგო, საპრეზენტაციო მასალა, პოსტერები, ინდივიდუალური ფიგურები და ფორმები სოციალური მედიისთვის. შეფუთვა და საინფორმაციო ფლაერები. რაც საერთო ჯამში, განსაზღვრავს მაღაზიის ერთიან სტილს.

პრო ბონო მედიაციის შედეგი

სარეკლამო კომპანია სააჩი & სააჩიმ, პრო ბონოდ მოამზადა სოციალური კონცეფციის მქონე მაღაზიის სრული ბრენდინგი, მათ შორის ნეიმინგი - „ესკი“, ლოგო, საკომუნიკაციო სტრატეგია და დიზაინის კონცეფცია.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.