საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია კორპორაციული შეთავაზების მომზადებაში
პრო ბონო კომპანია: თიბისი ბანკი
ბენეფიციარი: ეთნოდიზაინი
საჭიროების აღწერა:
2022 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოების B2B გამოფენისთვის მომზადებაში დახმარებას გულისხმობდა.
B2B გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
გამოფენის ფარგლებში, კოპანიების ამოცანას სოციალური საწარმოებისთვის კორპორაციული შეთავაზების ჩამოყალიბებაში დახმარება წარმოადგენდა.
აღნიშნული მიმართულებით, წელს, პრო ბონო კონსულტირებაში ჩაერთო 27 კომპანია, აქედან პრო ბონო ქსელის წევრი 7 კომპანია: ემ ბი სი ; კრისტალი, პროფიტ ლაბი, ჯი პი აი ჰოლდინგი; GEC ქონსალთინგი; ბია, მათ შორის თი ბი სი ბანკი.
თბს ბანკმა პრო ბონო მენტორობა გაუწია სოციალურ საწარმოს „ეთნოდიზაინი“.
ჩატარებული სამუშაო
საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში, თბს-ის წარმომადგენლები სოციალურ საწარმოს დაეხმარნენ კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამიზნე ჯგუფების - ბიზნესებისა თუ ორგანიზაციების განსაზღვრაში და მათთვის კორპორატიული შეთავაზების მომზადებაში.
პრო ბონო მედიაციის შედეგი: მომზადდა ბიზნესებთან საკომუნიკაციო კორპორაციული შეთავაზება, რომელიც მოიცავდა საწარმოს შესახებ ინფორმაციას, კორპორაციული კლიენტებისათვის პროდუქტების შესახებ ეფექტურად ფორმულირებულ გზავნილებს და პოტენციურ პარტნიორებთან მოკლე საკომუნიკაციო ტექსტებს მათთვის რელევანტური შეთავაზებით.
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.