საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

თეგეტა ჰოლდინგი ორბის ბუდეს პრო ბონოდ სოციალური მედია არხების გაძლიერებაში დაეხმარა 07.02 – 17.05. 2023

პრო ბონო კომპანია: თეგეტა ჰოლდინგი

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო “ორბის ბუდე”

საჭიროების აღწერა: ორბის ბუდე სოციალური საწარმოა, რომელიც სოფელ სამშვილდეში მდებარეობს. მისი მიზანია შექმნას განსაკუთრებული სივრცე მოგზაურთათვის, რომელიც იქნება ისტორიული მარშრუტების გზამკვლევი და ახალი, საინტერესო აქტივობების ადგილი. საწარმოს სურვილი აქვს დაიმკვიდროს თავი როგორც ადგილობრივმა ტურისტულმა ობიექტმა, რისთვისაც მნიშვნელოვანია გამართული მედია მარკეტინგული სტრატეგია და საკომუნიკაციო არხები.

ჩატარებული სამუშაო:

2023 წლის 7 მარტს თეგეტა ჰოლდინგის, მარკეტინგული დეპარტამენტის თანამშრომლებმა (ციფრული მარკეტინგის მიმართულებით), ელენე მესაბლიშვილმა და თამარ რაზმაძემ, სოციალურ საწარმო ორბის ბუდესთან დაიწყო პრო ბონო კონსულტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა, „ორბის ბუდესთვის“ ონლაინ მედია მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და ონლაინ მედია არხების შექმნაში დახმარებას. თეგეტა ჰოლდინგისა და ორბის ბუდეს ერთობლივი სამუშაოები მაისის თვეში დასრულდა და კომპანიის მხრიდან საერთო ჯამში 28 პრო ბონო საათი დაიხარჯა. პრო ბონო აქტივობებში, ასევე აქტიურად ჩართული იყო, ნინუცა ჩეჩელაშვილი (თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი) მისი უშუალო ჩართულობით ორბის ბუდე თეგეტა ქეარის პლატფორმაზე განთავსდება.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

შეიქმნა სოციალური მედიის (Facebook, Instagram, Tiktok) გვერდები, ბიზნეს მენეჯერი. მომზადდა ონლაინ მედია სტრატეგია, კერძოდ - განისაზღვრა კონტენტის შინაარსი, თანმიმდევრულობა და რეკლამირების სტრატეგია. ასევე ორბის ბუდეს თანამშრომლებისთვის მომზადდა 2 საათიანი ტრენინგი მეტა ბიზნეს მენეჯერის გამოყენებასა და მუშაობის პრინციპების შესახებ.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.