საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კომპანია: თიბისი ლიზინგი

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო - სოციალური კაფე „თანავე“

25.4.2023/15.08.2023

მოკლე ინფორმაციო ორგანიზაციის შესახებ: ფშაველში არსებულმა სათემო ცენტრმა „აისი“, რომელიც 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს, ახალგაზრდების გაძლიერების და მათი შრომთი ინტეგრაციის მიზნით გადაწყვიტა შეექმნა სოციალური საწარმო - საკონდიტრო - “თანავე.“ რომლის შექმნით, სოფელში გაჩნდა სივრცე სადაც მომხმარებელს მშვიდ, კომფორტულ და თბილ გარემოში სხვადასხვა თანამედროვე თუ ტრადიციული საკონდიტრო ნაწარმის და ნუგბარის შეძენა/დაგემოვნება შეუძლია. ხოლო, საწარმოში მომუშავე სტაჟიორებს საშუალება აქვთ შეიძინონ პროფესიული უნარები შემდგომი დასაქმების მიზნით.

პრო ბონო საჭიროება: სოციალურ საწარმოს ჰქონდა საჭიროება ადამიანური რესურსების მიმართულებით. არ აქვს განსაზღვრული HR სტრატეგია – (ახალი კადრების აყვანა, შენარჩუნება. სამუშაოს აღწერების მომზადება და ა.შ.) რისგ გამოც ხდება კადრების მუდმივი ცვლა.

ჩატარებული სამუშაო: კომპანიის მხრიდან აღნიშნულ პროექტში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები თუთი უფლისაშვილი და ეკა ჩიკვილაძე იყვნენ ჩართული. კომპანიის წარმომადგენლებმა 2 შეხვედრა გამართეს სოციალური საწარმო თანავესთან, სადაც საწარმოს შესაძლებლობის ფარგლებში, ახალი კადრებისა და მათი შენარჩუნების სტრატეგია განიხილეს. საერთო პრო ბონო საათების მოცულობამ, კომპანიის მხრიდან, 6 საათი შეადგინა.

პრო ბონო მედიაციის შედეგი: HR სტრატეგია, კადრები აყვანის და შენარჩუნების მიმართულებით კონსულტაცია.

მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.