საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კომპანია: თიბისი ლიზინგი

სათემო კავშირი „ანი-ბანი“

20.4.2023/25.07.2023

მოკლე ინფორმაციო ორგანიზაციის შესახებ: სათემო კავშირი „ანი-ბანი“ სოფელ შრომაში 2018 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი ანა ჯარიაშვილია, რომელიც ამავე სოფლის მკვიდრია. ორგანიზაცია მუშაობს ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. ორგანიზაციას აქვს თავისი შენობა (რამდენიმე ოთახი ძველ ადმინისტრაციულ შენობაში) სადაც აწყობენ სხვადასხვა მიმართულებით შეხვედრებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს უფასო ტრენინგების ციკლი: კომპიუტერული უნარების გაძლიერების, ინგლისური ენის საბაზისო კურსი და ჭრა კერვის შემსწავლელი კურსები.

პრო ბონო საჭიროება: ანი-ბანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდებს და მათ არაფორმალურ განათლებას. მიუხედავად იმისა რომ სოფლის საჯარო სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, წიგნების გამოყენება მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის (მხოლოდ სკოლის შენობაში მდებარე ბიბლიოთეკაში აქვთ სარგებლობის უფლება), ასევე ბიბლიოთეკაში არ არსი თანამედროვე ლიტერატურა. სათემო კავშირის წევრებმა და მოხალისეებმა გადაწყვიტეს ერთიანი ძალებით შექმნან თავიანთი ბიბლიოთეკა, რომელიც უფრო მრავალფეროვანი იქნება და ასევე ხელმისაწვდომი/მოსახერხებელი მათთვის. წიგნების შესაგროვებლად თავად ახალგაზრდებს სურთ დაგეგმონ კამპანია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში განხორციელდება. პრო ბონო საჭიროებაც ამ მიმართულებით ჰქპნდათ. კამპანიის დაგეგმვაში დახმარება - საკომუნიკაციო მესიჯების განსაზღვრა და აქტივობების გეგმის ჩამოყალიბება.

ჩატარებული სამუშაო: კომპანიის საკომუნიკაციო გუნდის წარმომადგენლებსა და სათემო ცენტრის წარმომადგენლებს შორის სამი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრების დროს განისაზღვრა კამპანიის ჩატარების რესურსი, სამიზნე აუდიტორია და ძირითადი მესიჯები. ჯამში თიბისი ლიზინგის საკომუნიკაციო გუნდმა პრო ბონოდ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 18 საათი დახარჯა.

პრო ბონო მედიაციის შედეგი: საკომუნიკაციო კამპანიის გეგმა; პროექტის მსვლელობის დროს კომპანიის თანამშრომლები იმდენად ჩაერთვნენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, რომ თავადაც გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ კამპანიაში და თიბისი ლიზინგის თანამშრომლების ჩართულობით, ანი ბანის ბიბლიოთეკას წიგნები შეუგროვეს. ეს არის პრო ბონო პროექტის კომბინირებული მიდგომა, რომლსაც არამატერიალურ დახმარებასთან ერთად საჭირო მასალით უზრუნველყოფა მოჰყვა.

ვიდეო რომელიც თიბისი ლიზინგმა მომაზადა - იხილეთ აქ

მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.