საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

ვორკშოპი ვიდეოს გადაღება და მონტაჟი

12.11.2024

კომპანია: hotsale.ge

ბენეფიციარი: სოციალური საწარმოები

სოციალური საწარმოების შესახებ:

სოციალური საწარმო არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. განსხვავებით ჩვეულებრივი, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირენბული, საწარმოსაგან სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური, რომელთაგანაც სოციალური არის უმთავრესი.

საჭიროების აღწერა:

სოციალური მედია მუდმივად ცვლის სტანდარტებსა და მიდგომებს განსათავსებელი ვიდეო პროდუქტის მიმართ. მნიშვნელოვანია ტრენდებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის განახლება, აგრეთვე ახალი პროგრამების შესაძლებლობებისა და ტექნიკური გამოყენების შესახებ ცოდნის გაღრმავება. არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე კომპანია hotsale.ge-ს წარმომადგენლებმა პრო ბონო პროექტი განახორციელეს.

განხორციელებული სამუშაოები:

2024 წლის 11 ნოემბერს, სოციალური საწარმოებისთვის კომპანია hotsale.ge-ს თანამშრომლებმა, მარიამ გელაშვილის ხელმძღვანელობით, პრო ბონო პროექტის ფარგლებში 6 საათიანი ვორკშოპი მოამზადა. შეხვედრის თემა იყო სოციალური მედიისთვის ონლაინ სივრცეში განსათავსებელი ვიდეო პროდუქტის მომზადება, სამონტაჟო პროგრამა CapCut-ის დახმარებით. პროექტის ფარგლებში კომპანიის მხრიდან სულ 12 საათი დაიხარჯა.

მიღებული შედეგი:

8 ორგანიზაციის 11 თანამშრომელმა მიიღო დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესაძლებლობებისა და გამოყენების შესახებ.

მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.