საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო ვორქშოპი იურიდიულ საკითხებზე, 11 მაისი, 2022 წელი

პრო ბონო კომპანია: ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი

ბენეფიციარი: კახეთის რეგიონის სათემო ორგანიზაციები

სათემო ორგანიზაციები ეს გახლავთ მცირე ზომის ორგანიზაციები ან არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც გეოგრაფიული ტიპის თემს (უბანი, რაიონი, სოფელი, დაბა) ემსახურებიან ან ამ თემის მაცხოვრებელთა ინტერესებზე ზრუნავენ.

ვორქშოფში მონაწილეობდნენ კახეთის, კერძოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სულ ჯამში ათამდე ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.

საჭიროების აღწერა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სათემო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ქალთა გაძლიერების და მათი უფლებების დაცვის კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში ქალებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით ან რა სახის უფლებებს ითვალსწინებს საქართველოს კანონომდებლობა ამ მიმართულებით, გამოიკვეთა საჭიროება აღნიშნულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრის ჩატარების.

ჩატარებული სამუშაო:

2021 წლის 11 მაისს, იურიდიულმა კომპანია "ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი" ჩაატარა პრო ბონო ვორქშოფი. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქალების შრომითი უფლებები (დეკრეტი, შვებულება, ანაზღაურება), ქალების მემკვიდრეობით უფლებები, ქორწინება და საოჯახო სამართალი, ა.შ. შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის სათემო ორგანიზაციები. შეხვედრაზე კითხვები დაისვა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რასაც სოფლად და რეგიონებში მცხოვრები ქალები აწყდებიან.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო ვორქშოფი თემაზე იურიდიულ საკითხებზე ქალების უფლებების კონტექსტში.

მედიატორი:

პრო ბონო ვორქშოფს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.