სიახლეები

20/02/2024
HR კონსულტაცია
HR კონსულტაცია
სადაზღვევო კომპანია ალდაგი სოციალურ საწარმო ორბის ბუდეს პრო ბონო პროექტის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით დაეხმარება. HR კონსულტაცია მოიცავს კომპლექსურ სამუშაოს, რომელიც საწარმოში თანამშრომელთა შორის როლების გადანაწილებასა და სამუშაოს აღწერების შექმნას მოიცავს.
სოციალური საწარმო ორბის ბუდე, სოფელ სამშვილდეში მდებარეობს და მისი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზით. სადაზღვევო კომპანია ალდაგის HR დეპარტამენტის ხელძღვანელი პრო ბონოდ დაეხმარება საწარმოს ადამიანური რესურსის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და სამუშაო აღწერების შემუშავებაში.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.