სიახლეები
27/07/2021
იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია
2021 წლის 27 ივლისს იურიდიულმა კომპანიამ "სვანიძე და პარტნიორები" პრო ბონო კონსულტაცია გაუწია თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს. იურიდული კონსულტაციის ფარგლებში სამოქალაქო ორგანიზაციამ მიიღო რჩევები და რეკომენდაციები სოციალური საწარმოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. კერძოდ, რა იურიდიული ფორმა უნდა შეარჩიოს ორანიზაციამ და რა იურიდიულ თუ შესაძლო საგადასახადო რისკებთან არის დაკავშირებული აღნიშნული პრცესი, რა სამართლებრივი პროცედურები უნდა გაიაროს, ა.შ.
იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია გაიმართა საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის მხარდაჭერით (სიფა). სიფა საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია 2016 წლიდან.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.