სიახლეები
25/07/2022
კომპანია კრისტალის პრო ბონო კონსულტაცია
2022 წლის 25 ივლისს კომპანია კრისტალმა პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სამოქალაქო ორგანიზაცია "საქართველოს ლაბორატორიას". კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ორგანიზაციის წარმომადგებლებთან. შეხვედრის დროს კომპანია კრისტალის წარმომადგენლებმა გაუზიარეს ინფორმაცია თანამშრომლების განვითარების და ტალანტების მართვის საკითხებზე.
კომპანია "კრისტალი" საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.