სიახლეები
08/05/2023
კრედო ბანკის პრო ბონო კონსულტაციები
2023 წლის აპრილი - მაისის პერიოდში მიმდინარეობდა ვორქშოპების ციკლი სამუშაოს მოძიების უნარებსა და გასაუბრების ტექნიკებზე. აღნიშნული ვორქშოპები ჩატარდა პროექტის - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში.
ვორქშოპების მსვლელობისას, გასაუბრების ტექნიკების პრაქტიკულ ქეისებში პრო ბონოდ მონაწილეობა მიიღეს კრედო ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლება - ეთუნა ქობალიამ და გვანცა თუთისანმა, რომლებმაც ვორქშოპის მონაწილეებს ჩაუტარეს სიმულაციურ გასაუბრებები.
კრედო ბანკის წარმომადგენლების ჩართულობით ჩატარდა 3 პრაქტიკული შეხვედრა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრის ბაზაზე - კახეთის რეგიონში ლაგოდეხისა და თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებში, ხოლო გურიის რეგიონში ოზუგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში.
აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა პროექტის - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში და პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების (CSRDG) ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.