სიახლეები
30/07/2024
კრისტალი პრო ბონო პროექტს HR-ის მიმართულებით იწყებს
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალმა აგვისტოში ახალი პრო ბონო პროექტი წამოიწყო. კომპანია სოციალურ საწარმო "სტემ სფეისს" ადამიანური რესურსების მოზიდვაში დაეხმარება.
სოციალური საწარმო” სტემ სფეისის” მისიაა LEGO STEM მიმართულების კურსების განხორცილების გზით ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.
საწარმოს მთავარი გამოწვევა ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნაა, რომელსაც ადამიანური რესურსების სიმცირის გამო ვერ პასუხობს. კრისტალის დახმარებით, "სტემ სფეისი" გეგმავს გაზარდოს თანამშრომელთა რაოდენობა და უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს.
STEM სისტემის შესწავლა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განავითარონ ტექნიკური უნარები ისეთ მაღალკვალიფიციურ და ტექნოლოგიურ დარგებში, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.