სიახლეები
24/10/2022
კომპანია კრისტალის პრო ბონო კონსულტაცია
21 ოქტომბერს ჩატარდა პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კომპანია კრისტალის წარმომადგენლებმა - სოციალური მედიის მენეჯერმა და დიჯითალ მარკეტერმა, სათემო კავშირი „ჰერეთის“ დამფუძნებლებს გაუზიარეს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების შესახებ ინფორმაცია.
კონსულტაციის ფარგლებში, ერთობლივად გაკეთდა ფეისბუქ გვერდის ანალიზი, რის შემდეგაც კრისტალის სოც. მედია მენეჯერმა ჰერეთის წარმომადგენლებს მისცა პრაქტიკული რჩევები და თეორიული მასალა, რომელზე დაყრდნობითაც ერთობლივად დაიგეგმა სტრატეგიის შემუშავების პროცესი. ჩაინიშნა კიდევ ერთი პრო ბონო კონსულტაცია.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.