სიახლეები
14/03/2023
კრისტალის პრო ბონო კონსულტაცია
2023 წლის, 7 მარტს ჩატარდა კომპანია კრისტალისა და სოციალური საწარმო იკორთას პირველი საკონსულტაციო შეხვედრა. პრო ბონო კონსულტაციის მიზანია, სოციალური მედია სტრატეგიისა და მარკეტინგული აქტივობებს შემუშავება.
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის მხრიდან, კონსულტაციის პროცესში მონაწილეობენ მარკეტინგის გუნდის წარმომადგენლები.
პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დროს განისაზღვრა პრო ბონო კონსულტაციის ძირითადი მიზანი. საჭიროებების უკეთ გააზრებისთვის კი კომპანია კრისტალის წარმომადგენლებმა სოციალურ საწარმოს მიაწოდეს შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც საწარმოს მიზნების და საჭიროებების უკეთ განსაზღვრაში დაეხმარება. რაც თავისთავად ხელს შეუწყობს პრო ბონო კონსულტაციების პროცესის ეფექტურად და ნაყოფიერად წარმართვას.
სოციალური საწარმო “იკორთა” ტიხრული მინანქრის სახელოსნოა, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს დაიწყო. მისი მისიაა წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პირების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.