სიახლეები
27/10/2022
პრო ბონო კოლაბორაცია
ოქტომბრის თვეში პრო ბონო მედიაციის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც ხუთ ბიზნეს კომპანიას და ხუთ სამოქალაქო აქტივისტს აერთიანებს.
სათემო ლიდერთა ფორუმის ფარგლებში, პრო ბონო მედიაციის პროცესი, კონკურსის - “საუკეთესო სათემო ინიციატივა“, ნომინანტების მომზადებას გულისხმობს.
კონკურსის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები, ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს წარადგენენ. მედიაციის პროცესში, პრო ბონოდ ჩართული ხუთი კომპანიის - საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, კრისტალის, კრედოსა და ალდაგის წარმომადგენელები კი კონკურსანტებს დაეხმარებიან მათი ისტორიების წარმოჩენაში, საინტერესო აქცენტების გამოყოფასა და პრეზენტაციების მომზადებაში.
გამარჯვებული, 9 ნოემბერს, სათემო ლიდერთა ფორუმის ღონისძებაზე გამოვლინდება.
ღონისძიების შესახებ: CSRDG-ის ბაზაზე თემის განვითარების პროგრამამ მუშაობა 1998 წელს, რეგიონებში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერების მიზნით დაიწყო. სრული ინფორმაცია პროგრამის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
პროგრამა, 2011 წლიდან ატარებს ერთობლივ სათემო შეხვედრებს, რომელიც ერთი მხრივ ემსახურება სათემო ჯგუფებს შორის გამოცდილების გაზიარებას, მეორე მხრივ, ხელს უწყობს სათემო ორგანიზაციებს, სამთავრობო სტრუქტურებს, ბიზნეს სექტორის და თემის განვითარებით დაინტერესებულ პირებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. წლიდან წლამდე გაერთიანებული შეხვედრების ფორმატი დაიხვეწა და უფრო მასშტაბური ხასიათი 2015 წლის მიიღო, როცა სათემო ლიდერთა ფორუმი დაერქვა და ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა. ყოველწლიურად, ფორუმი, განსხვავებულ ფორმატში იგეგმება და მუდმივად გამოირჩევა საინტერესო სიახლეებით, თემატური სესიებით და სხვადასხვა ტიპის კონკურსებით.