სიახლეები

28/02/2022

პრო ბონო კონსულტაცია HR საკითხებში

2022 წლის 28 თებერვალს ჯი პი აი ჰოლდინგმა პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სოციალურ საწარმო "ეთნოდიზაინს" ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

შეხვედრა გაიმართა ონლაინ და განხილულ იქნა სოციალური საწარმოს წინაშე მდგარი გამოწვევები. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯი პი აი ჰოლდინგის HR გუნდი, სოციალური საწარმო "ეთნოდიზაინის" წარმომადგენლები.

სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია.

"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.