სიახლეები
22/07/2021
პრო ბონო ვებინარი: პერსონალური ბრენდინგი
2021 წლის 22 ივლისს საკონსულტაციო კომპანია Profit Lab-მა ჩაატარა პრო ბონო მასტერკლასი თემაზე: პერსონალური ბრენდინგი. მასტერკლასს უძღვებოდა მარიკა მჭედლიძე - ბრენდინგის სპეციალისტი, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი. პრო ბონო მასტერკლასს ესწრებოდნენ სათემო ორგანიზაციების და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა: რა არის პერსონალური ბრენდი და რატომ არის მნიშვნელოვანი? რა ეტაპებისგან შედგება ბრენდის შენების პროცესი? რა ბენეფიტები და გამოწვევები გვაქვს თითოეულ ეტაპზე? როგრო დავიწყოთ?
საკონსულტაციო კომპნია "Profit Lab" საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია 2018 წლიდან.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.