სიახლეები

17/08/2023

საქართველოს ბანკის ახალი პრო ბონო პროექტი

საქართველოს ბანკმა სოციალური საწარმო „ტექგოგოსთან“ პრო ბონო პროექტი დაიწყო, რომელიც მის დახმარებას მოიაზრებს ორგანიზაციული სტრუქტურის და სახელფასო პოლიტიკისა ჩამოყალიბების კუთხით.

ტექგოგო სოციალური საწარმოების ეკოსისტემაში პირველი უნიკალური მოდელის მქონე ციფრული სააგენტოა, რომლის მიზანს ქვემო ქართლში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს. „ტექგოგო“ აერთიანებს ციფრულ სკოლასა და სააგენტოს, რომლის მისიაა დასაქმების ბაზარსა და ციფრული პროფესიული განათლების სივრცეში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.

პირველი ერთობლივი შეხვედრის დროს განისაზღვრა ციფრული სააგენტოს საჭიროებები, მის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ეტაპობრივად გაუწევენ კონსულტაციას სოციალურ საწარმოს.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.