სიახლეები

21/12/2021

საქართველოს პრო ბონო ქსელის წლიური შეხვედრა

2021 წლის 21 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი და პარტნიორი კომპანიები და ორგანიზაციები.

შეხვედრის ფარგლებში, პრო ბონო ქსელის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია 2021 წელს პრო ბონო ქსელის წევრი და არა წევრი კომპანიების მიერ განხორციელებული პრო ბონო ქეისების შესახებ. ასევე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქსელში არსებულ სიახლეებზე და გამოწვევებზე.

გარდა ამისა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების Service Grant Japan-მა (იაპონია) და Work for Social (ესპანეთი) წარმომადგენლებმა მონაწილე კომპანიებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება პრო ბონო სერვისების განხორციელების ფორმების შესახებ. კერძოდ, პარნტიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პრო ბონო პროგრამის "მამა ბონოს" შესახებ.

შეხვედრაზე ქსელის წევრმა კომპანიებმა ACG Consulting-მა და კომპანია "ემ ბი სიმ" მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია პრო ბონო სერვისების ახალი ფორმების შესახებ. კერძოდ, საკონსულტაციო კომპნია ACG Consulting-მა დაიწყო პრო ბონო შვილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ბენეფიციარი ორგანიზაციისთის კონსულტაციის გაწევას და მენტორინგს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სიმ" 2022 წელს გეგმავს პრო ბონო პროექტის განხორციელებას სახელწოდებით - მამა ბონო, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელეს პრო ბონო ქეისი მათი დეკრეტში მყოფი თანამშრომლის ჩართულობით.

და ბოლოს, შეხვედრის ფარგლებში მოხდა პრო ბონო ქსელის ახალი წევრი კომპანიის - რეპუტაციული კომპანიის "რემაინდერის" წარდგენა.

პრო ბონო ქსელი აერთიანებს იმ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.

ღონისძიება ჩატარდა CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიცატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.