2023 წლის, მარტი, აპრილი, მაისის პერიოდში, კომპანია „კრისტალისა“ და სოციალური საწარმო „იკორთას“ საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობდა. კონსულტაციების შედეგად მომზადდა "იკორთას" სოციალური მედია სტრატეგია

2023 წლის მარტი-მაისის თვეში, სოციალური საწარმო „ორბის ბუდესთვის" ინტერიერის დიზაინერების ჩართულობით, მომზადდა ტურისტული საინფორმაციო შენობის დიზაინის პროექტი და ეზოს კეთილმოწყობის გეგმა.

2023 წლის 17 მაისს დასრულდა თეგეტა ჰოლდინგისა და ორბის ბუდეს ერთობლივი საკონსულტაციო შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავდა, სოციალური საწარმო „ორბის ბუდესთვის“ ონლაინ მედია მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და ონლაინ მედია არხების შექმნაში დახმარებას.

სოციალურ საწარმოს ჰქონდა საჭიროება ადამიანური რესურსების მიმართულებით. არ აქვს განსაზღვრული HR სტრატეგია – (ახალი კადრების აყვანა, შენარჩუნება. სამუშაოს აღწერების მომზადება და ა.შ.) რისგ გამოც ხდება კადრების მუდმივი ცვლა.

 

სოც.საწარმო პოტერია აწარმოებს პროდუქციას, რომელიც ხელით კეთდება და არ არის მასიური წარმოების,  მისი ფასი შესაბამისად მაღალია. პროდუქციის რეალიზებისთვის საწარმოს ესაჭიროებოდა გაყიდვების გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა  ნიშურ სამიზნე ბაზარზე.

წიგნების შესაგროვებლად თავად ახალგაზრდებს სურთ დაგეგმონ კამპანია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში განხორციელდება.  პრო ბონო საჭიროებაც ამ მიმართულებით ჰქპნდათ. კამპანიის დაგეგმვაში დახმარება - საკომუნიკაციო მესიჯების განსაზღვრა და აქტივობების გეგმის ჩამოყალიბება. 

2023 წლის 10 აპრილს დასრულდა კომპანია „ეისითისა“ და სოციალური საწარმო „ორბის ბუდეს“ საკონსულტაციო შეხვედრები. პრო ბონო კონსულტაციების შედეგად მომზადდა: საიტის სტრუქტურა, განისაზღვრა ვიზუალური სტილი და ტექნიკური დავალება დეველოპერული კომპანიისთვის.  

 

2023 წლის მარტში, კომპანია APM ტერმინალის კომუნიკაციებისა და CSR პარტნიორმა, ეთუნა ცოტნიაშვილმა, პრო ბონო საკონსულტაციო მომსახურება გაუწია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდს,” ვებ-გვერდის შინაარსობრივი და ვიზუალური ფორმატის განახლებისა და გაუმჯობესების კუთხით.

2023 წლის მარტში, საკონსულტაციო კომპანია GEC კონსალტინგის წარმომადგენელმა, ირაკლი მიზანდარმა, კონსულტირება გაუწია სამოქალაქო ორგანიზაცია CSRDG-ს პრო ბონო ქსელის საქმიანობის ფარგლებში სამოქალაქო ორგანიზაციების საჭიროებათა გამოვლენის მეთოდოლოგიის საკითხებზე.