სიახლეები
17/11/2023
პრო ბონო მხარდაჭერა სათემო აქტივისტებს
ოქტომბრ-ნოემბრის თვეში პრო ბონო მედიაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელიც ექვს ბიზნეს კომპანიას და ექვს სამოქალაქო აქტივისტს აერთიანებდა.
პრო ბონო პროექტი კონკურსის “საუკეთესო სათემო ინიციატივა“ ნომინანტების მომზადებას გულისხმობდა. თავად კონკურსი კი „სათემო ლიდერთა ფორუმი“-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც 16 ნოემბერს „სათემო ლიდერთა ფორუმი 2023“ გამოვლინდა.
კონკურსის მსვლელობისას სამოქალაქო აქტივისტებმა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე მათ მიერ განხორციელებულ პროექტები წარადგინეს. კომპანიის წარმომადგენლები კი პრო ბონოდ დაეხმარნენ მათი ისტორიების წარმოჩენაში, საინტერესო აქცენტების გამოყოფასა და პრეზენტაციების მომზადებაში.
მედიაციის პროცესში, პრო ბონოდ ჩართული იყო ექვსი კომპანია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, APM ტერმინალი და თეგეტა ჰოლდინგი.
ღონისძიების შესახებ: CSRDG-ის ბაზაზე თემის განვითარების პროგრამამ მუშაობა 1998 წელს, რეგიონებში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერების მიზნით დაიწყო. სრული ინფორმაცია პროგრამის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
პროგრამა, 2011 წლიდან ატარებს ერთობლივ სათემო შეხვედრებს, რომელიც ერთი მხრივ ემსახურება სათემო ჯგუფებს შორის გამოცდილების გაზიარებას, მეორე მხრივ, ხელს უწყობს სათემო ორგანიზაციებს, სამთავრობო სტრუქტურებს, ბიზნეს სექტორის და თემის განვითარებით დაინტერესებულ პირებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. წლიდან წლამდე გაერთიანებული შეხვედრების ფორმატი დაიხვეწა და უფრო მასშტაბური ხასიათი 2015 წლის მიიღო, როცა სათემო ლიდერთა ფორუმი დაერქვა და ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა. ყოველწლიურად, ფორუმი, განსხვავებულ ფორმატში იგეგმება და მუდმივად გამოირჩევა საინტერესო სიახლეებით, თემატური სესიებით და სხვადასხვა ტიპის კონკურსებით.
მონაწილე კომპანიები და ბენეფიციარი ორგანიზაციები:
- დარბაზის რჩეული გახდა ორგანიზაცია „ლომეკი”, პროექტით „თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება” რომელის პრო ბონო პარტნიორი თეგეტა ჰოლდინგი იყო. (იხ. მეტი)
- ჟიურის რჩეული გახდა „მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“, პროექტით “ჩვენი სივრცე უკეთესი მომავლისთვის“, პრო ბონო პარტნიორი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ემბისი, (იხ. მეტი)
- „ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი“ პროექტი “ეთნო-ბანაკი 2022” - პრო ბონო პარტნიორი საქართველოს ბანკი; (იხ. მეტი)
- „ახალგაზრდები ზესტაფონისთვის“, პროექტი “თანასწორობის საკვირაო სკოლა” - პრო ბონო პარტნიორი ეიპიემ ტერმინალს ფოთი; (იხ. მეტი)
- სათემო კავშირი „ანი-ბანი”, პროექტი “ვირტუალური ურთიერთობების ფანჯარა”- პრო ბონო პარტნიორი თიბისი ბანკი. (იხ. მეტი)
- სათემო ცენტრი „კომლი“, პროექტი „კამპანიების კონკურსი: რატომ ევროპა?” პრო ბონო პარტნიორი კრედო ბანკი -(იხ. მეტი)
ყველა კონკურსანტმა სპონსორებისა და პარტნიორი კომპანიებისგან საჩუქრები და სიმბოლური პრიზები მიიღეს.