2024 წლის 11 ნოემბერს, სოციალური საწარმოებისთვის კომპანია hotsale.ge-ს თანამშრომლებმა, მარიამ გელაშვილმა პრო ბონო პროექტის ფარგლებში  სამონტაჟო პროგრამის CupCat-ის შესახებ ვორკშოპი ჩაატარა. 

2024 წლის 24 ოქტომბერს ბანკი კრედოს HR დეპარტამენტის თანამშრომელი პრო ბონო პროექტში ჩაერთო, რომლის მიზანი იყო ჰოსპისის არსებული ორგანიზაციული ჩარტის ანალიზი.

2024 წლის 21 ოქტომბერს კომპანია კრისტალის წარმომადგენელმა ჩაატარა ვებინარი: „დიზაინი ჩვენი ბიზნესისთვის“, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.  

2024 წლის 27 სექტემბერს, პრო ბონო აქტივობის ფარგლებში, EPAM Georgia-ს წარმომადგენელმა ნინო ბიგვავამ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სემინარი "როგორ მოვყვეთ ამბავი ჩვენზე" ჩაატარა.

2024 წლის, 6 აგვისტოს თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენელმა მარიამ მაისურაძემ პრო ბონოდ სემინარი გამართა სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებისთვის. სემინარის თემა იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში.

2024 წლის, 29 ივლისს თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენელმა მარიამ მაისურაძემ პრო ბონოდ სემინარი გამართა სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებისთვის. სემინარის თემა იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში.

2024 წლის 25 ივლისს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის HR დეპარტამენტის თანამშრომელმა სოციალურ საწარმო სტემ სფეისთან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კონსულტაცია დაიწყო.

ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ მნიშვნელოვანი გახდა გარკვეული იურიდიული კონსულტაცია, მოსალოდნელი ცვლილებების დასაგეგმად.

2024 წლის 18 ივნისს პრო ბონო აქტივობის ფარგლებში საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის დამფუძნებელმა, ფსიქო თერაპევტმა ლალი ბადრიძემ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის პრო ბონო სემინარი ჩაატარა.

2024 წლის 10 ივნისს, სოციალური საწარმო პოტერიისთვის კომპანია hotsale.ge-ს თანამშრომლებმა, ლანა ცხადაძემ და მარიამ მჭედლიშვილმა, 

2024 წლის მაისის თვეში, დოტს ლეგალმა პრო ბონოდ იურიდიული კონსულტაცია გაუწია საქართველოს პასუხისმგებელი კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფს ადმინისტრაციულ საკითხებზე. 

17 აპრილს, საქართველოს პრო ბონო ქსელის რიგით მეექვსე პრო ბონო მარათონი გაიმართა.