2023 წლის 10 აპრილს დასრულდა კომპანია „ეისითისა“ და სოციალური საწარმო „ორბის ბუდეს“ საკონსულტაციო შეხვედრები. პრო ბონო კონსულტაციების შედეგად მომზადდა: საიტის სტრუქტურა, განისაზღვრა ვიზუალური სტილი და ტექნიკური დავალება დეველოპერული კომპანიისთვის.  

 

2023 წლის მარტში, კომპანია APM ტერმინალის კომუნიკაციებისა და CSR პარტნიორმა, ეთუნა ცოტნიაშვილმა, პრო ბონო საკონსულტაციო მომსახურება გაუწია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდს,” ვებ-გვერდის შინაარსობრივი და ვიზუალური ფორმატის განახლებისა და გაუმჯობესების კუთხით.

2023 წლის მარტში, საკონსულტაციო კომპანია GEC კონსალტინგის წარმომადგენელმა, ირაკლი მიზანდარმა, კონსულტირება გაუწია სამოქალაქო ორგანიზაცია CSRDG-ს პრო ბონო ქსელის საქმიანობის ფარგლებში სამოქალაქო ორგანიზაციების საჭიროებათა გამოვლენის მეთოდოლოგიის საკითხებზე. 

 2022 წლის მაისიდან სექტებრამდე, სარეკლამო სააგენტო  „სააჩი ენდ სააჩი“ -ს წარმომადგენლებმა პრო ბონო კონსულტაციები გაუწიეს სოციალურ საწარმოთა ალიანსს, სოციალური კონცეფციის მაღაზია/შოურუმის ბრენდინგის მიმართულებით.

2022 წლის სექტემბერ - ნოემბერში სადაზღვეო კომპანია ალდაგის  წარმომადგენლებმა  სათემო ლიდერთა ფორუმის საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში პრო ბონო კონსულტაცია გაუწიეს ინიციატივის -  "მთის ბავშვებისთვის" ავტორებს.  

2022 წლის სექტემბერ - ნოემბერში კრედო ბანკის წარმომადგენლებმა  სათემო ლიდერთა ფორუმის საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში პრო ბონო კონსულტაცია გაუწიეს ინიციატივის -  „მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა“ ავტორებს.  

2022 წლის სექტემბერ - ნოემბერში კომპანია კრისტალის წარმომადგენლებმა  სათემო ლიდერთა ფორუმის საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში პრო ბონო კონსულტაცია გაუწიეს ინიციატივის -  "NTI თქვენს სახლში" ავტორებს.  

2022 წლის სექტემბერ - ნოემბერში თიბისი ბანკის წარმომადგენლებმა  სათემო ლიდერთა ფორუმის საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში პრო ბონო კონსულტაცია გაუწიეს ინიციატივის -  "ერთად ბედიანის ახალგაზრდებისთვის" ავტორებს.  

2022 წლის სექტემბერ - ნოემბერში საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სათემო ლიდერთა ფორუმის საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში პრო ბონო კონსულტაცია გაუწიეს "ციფრული სივრცე - მეტი შესაძლებლობისათვის" წარმომადგენლებს.

2022 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით კომპანია ემბისიმ კორპორაციული შეთავაზების მომზადებაში პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სოციალურ საწარმო "ბებიას"

2022 წლის ოქტომბერი-ნომებრის თვეში, კვლევის და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანია "ეისითის" წარმომადგენელმა პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სამოქალაქო ორგანიზაცია "საფარს"

2022 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით კომპანია ბიამ კორპორაციული შეთავაზების მომზადებაში პრო ბონო კონსულტაცია გაუწია სოციალურ საწარმო "პოტერიას."